საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან - Palitra News

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან

2026-02-23 16:21:07+04:00

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან. საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდეება. დადგენილებაში ჩამოთვლილა კონკრეტული პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების სია, რომლებზეც კალენდარული წლის განმალობაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა განსაზღვრული კვოტების ოდენობის შესაბამისად. დადგენილებაში 200 კვოტაა განსაზღვრული მხოლოდ იმ შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან.