უკრაინაში რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგ შეტევას მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა. უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, მშვიდობიანი მოქალაქეები ოდესის ოლქსა და ქალაქ ზაპოროჟიეში დაიღუპნენ. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე ენერგოობიექტებზე დარტყმები არის პასუხი რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულ განადგურებაზე. აქვე გეტყვით, რომ უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღი სამმხრივი შეხვედრის, რომელსაც უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები დაესწრებიან.