ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე პროგრესს არ ელოდებიან. კაია კალასი ასევე ამბობს, რომ დიპლომატები დღეს იმსჯელებენ რუსეთთან შესძლო დიალოგზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკებების შემთხვევაში. კალასის აზრით, ყველაზე მთავარი არის რუსეთისგან დათმობების მიღება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღესვე იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზეც. ამადვროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან კომპრომისის მზადყოფნა არ ჩანს.