ევროკომისია ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობები უნდა დაიცვას - Palitra News

ევროკომისია ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობები უნდა დაიცვას

2026-02-23 16:23:46+04:00

ევროკომისია ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობები უნდა დაიცვას. ევროკომისია აცხადებს, რომ ყოველთვის უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინტერესების სრულად დაცვას და რომ ევროკავშირის კომპანიებსა და ექსპორტიორებს სამართლიანად უნდა მოეპყრონ.ევროკომისია განმარტავს, რომ ტარიფები გადასახადებია, რომელიც ზრდის ხარჯებს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ტარიფებს ყველა ქვეყნისთვის 10%-დან 15%-მდე გაზრდის.