დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები, ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავა - Palitra News

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები, ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავა

2026-02-23 21:06:46+04:00

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები, ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით გასცეს მშენებლობის ნებართვა სასტუმროს პროექტზე, რომელიც სამშენებლო ნორმებს არ აკმაყოფილებდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიახლოვეს ხორციელდებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო მშენებლობა სახელმწიფო და კერძო მიწის ნაკვეთებზეც გავრცელდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.