23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება - Palitra News

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება

2026-02-23 21:07:16+04:00

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შემდეგ 105 წელი გავიდა. 1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაეცა. ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტში მემორიალი გვირგვინით შეამკეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კოჯორში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც.