„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის - „წიგნის კაცის“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა მაღაზიათა ქსელის ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის ხსოვნას ეძღვნება და მის ცხოვრებასა და დამსახურებებს მოგონებების ფორმით გვიყვება. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ირაკლი გაგნიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. „წიგნის კაცი“ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში 22 თებერვლიდან იყიდება. დღეს ირაკლი გაგნიძის გარდაცვლებიდან 1 წელი გავიდა, ჩვენი ტელეარხი პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.