ოპოზიციური პარტიების ნაწილი - ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი - ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას

2026-02-23 21:15:07+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის“ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.

კერძოდ, პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

პარტიები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.

მადლობა ნდობისთვის“, - წერია გაცხადებაში, რომელსაც პარტიები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებენ და ურთავენ კითხვარის ბმულს.