ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპროტესტო აქციების დაშლის დროს ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც საბოლოო დასკვნა დაიწერება. ოპოზიციური ძალები პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ მკვლევარებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშავენ მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებისა, სახელმწიფომ რეალური ფაქტები დამალა და ვერ გასცა პასუხი მთავარ კითხვას - ჰქონდა თუ არა ადგილი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნითიერების გამოყენებას.