“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები. ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება. პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსი“ მიიღო. ახალი საარჩევნო კოდექსით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი წესები შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა.