ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

2026-02-24 10:06:23+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კაია კალასის განმარტებით, სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევის მიზნით ევროკავშირი უნგრეთთან და სლოვაკეთთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თუმცა თქვა, რომ ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერასა და რუზეთზე ზეწოლის გაზრდას.