აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა

2026-02-24 10:07:21+04:00

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, გემი „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ ეკუთვნოდა და ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ცნობილ მარშრუტებზე მოძრაობდა. მიმდინარე წელს ეს უკვე მეშვიდე დარტყმაა „ოპერაცია სამხრეთის შუბის“ ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც, სულ მცირე, 151 ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთ გემს დაარტყეს, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა.