ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 25 თებერვალს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე იქნება. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“. როგორც ცნობილია, ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.