გზავნილი ევროპარლამენტიდან - საქართველოს შესახებ ანგარიშის ოფიციალური წარდგენა 25 თებერვალს იგეგმება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გზავნილი ევროპარლამენტიდან - საქართველოს შესახებ ანგარიშის ოფიციალური წარდგენა 25 თებერვალს იგეგმება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-02-24 12:29:34+04:00

გზავნილი ევროპარლამენტიდან - საქართველოს შესახებ ანგარიშის ოფიციალური წარდგენა 25 თებერვალს იგეგმება.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტი ასკვნის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკურ კურსში პრობლემურ ტენდენციებზეც მიუთითებს. ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიული სტანდარტების მდგომარეობასა და ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

ანგარიშის თანახმად, უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. დოკუმენტის მთავარი აქცენტები და გამოხმაურებები თბილისში.