სადამდე გამყარდება ლარი - Palitra News

სადამდე გამყარდება ლარი

2026-02-24 13:45:23+04:00

სადამდე გამყარდება ლარი? ამ შეკითხვას თიბისი კაპიტალი თავის მაკროკონიმიკურ მიმოხილვაში პასუხობს. 17 თებერვლის შემდეგ, დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-იან ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლოს 2024 წლის მაისში მოხდა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, შემდეგ კი მეტნაკლებად დასტაბილურდა, მიმდინარე წელს კი - განსაკუთრებით თებერვლიდან - გარკვეულწილად კვლავ აჩქარდა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების დინამიკა ანალიტიკოსების მოლოდინებს შეესაბამება, თუმცა ახლა ყველაზე აქტუალური შეკითხვაა სადამდე გამყარდება ლარი? ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ლარზე მოქმედი ფაქტორებიდან და ასეთია: დოლარის გაუფასურება გლობალურ ბაზრებზე, ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დეპოზიტების ლარიზაცია და გაზრდილი წლიური ინფლაცია, ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად სწორედ ეს უკანსკნელი, ანუ ინფლაციის აჩქარება მოქმედებს. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, წონასწორულ ნიშნულთან შედარებით, ლარი დაახლოებით, 5 თეთრით ზედმეტად არის გამყარებული. მიმოხივლაში ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებელი მაკროეკონომიკური კუთხით სასარგებლო საორიენტაციო წერტილია, რომლისკენაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი მიისწრაფვის. ამავე მიმოხივლაში არგუმენტად მოყვანილია, რომ თებერვალში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა მნიშვნელოვნად არის აჩქარებული და, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, 2025 წლის ივლისის რეკორდულად მაღალ შესყიდვებსაც გადააჭარბოს. რადგან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად ლარი მაინც მყარდება, ეს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეზე მიუთითებს. საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების არგუმენტები საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, გამყარების მასშტაბი შედარებით მოზომილი იქნება. ამავდროულად, 2026 წლის ბოლოსთვის კვლავ ლარის მცირედი გაუფასურებაა მოსალოდნელი, ასეთია ანალიტიკოსების საბაზო სცენარი.