საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 5-წლიან მინიმუმზეა.2026 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოდან დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების 3 730 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი მოხდა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 5 569 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გაიყვანეს, რომლის ღირებულებაც 5,5 მილიონ დოლარს აჭარბებდა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ წლის ჭრილში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 22.5%-ით შემცირდა და ახლა 5-წლიან მინიმუმზეა. რაც შეეხება ხუთ ძირითად ბაზარს, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მოხდა ასე გამოიყურება: პირველს ადგილზეა ყირგიზეთი, სადაც რეექსპორტის თითქმის ნახევარი მოდის, შემდეგ პოზიციებს კი ინაწილებენ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და არაბათა გაერთიანებული საამიეროები.