საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტრაილერების რაოდენობა ისევ მცირდება - Palitra News

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტრაილერების რაოდენობა ისევ მცირდება

2026-02-24 13:47:48+04:00

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტრაილერების რაოდენობა ისევ მცირდება.2026 წლის იანვარში საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა დაახლოებით, 7.5 ათასით, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი თითქმის 3 მლნ ლარით შემცირდა. ასე მაგალითად, თუ 2025 წლის იანვარში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 13 მილიოან 625 ათასი ლარი შევიდა, 2026 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 10 მილიონ 976 ათასი ლარი შეადგინა.

თანხის შემცირების შესაბამისად, იკლო გატარებული ტრაილერების რაოდენობამაც. კერძოდ, არსებული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს სატრნასპორტო დერეფანი წელს, იანვარში 31 361 ტრაილერმა გადაკვეთა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 38 930-მა. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 171 286 748 ლარი შევიდა, შესაბამისად, საზღვარი საშუალოდ 489 390-მა სატვირთომ გადაკვეთა. ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.