იანვარში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 132%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 685 ათასი ლარი შეადგინა.
წინა წლის იგივე პერიოდში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 700 ათას ლარს მცირედით აჭარბებდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 23 511 249 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში კი 12 330 225 ლარი.
რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში ჯამში 17 527 091 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა. სხვათა შორის, გასულ თვეში გაზრდილია კონტროლიორების მიერ უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმები და ბიუჯეტში შესული თანხაც. მხოლოდ წელს იანვარში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 248 ათას ლარზე მეტი თანხა შევიდა, რაც 141%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოიდის მაჩვენებელზე.