ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტზე - ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს - რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს, იმავეს გავუკეთებ: მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ უკეთესი მიზნებისთვის, რასაც მეტი ღირებულება აქვს - Palitra News

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტზე - ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს - რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს, იმავეს გავუკეთებ: მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ უკეთესი მიზნებისთვის, რასაც მეტი ღირებულება აქვს

2026-02-24 15:14:39+04:00

მე ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრეტერებ“ და ნაგავში გადავაგდებ - ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

დამაზუსტებელ კითხვაზე: „ნაგავში ყრით რეზოლუციებს?“, მახაშვილი პასუხობს: „ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და მერე უკეთესი მიზნებისთვის ვიყენებთ".

„მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრეტერებ" და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გვეთანამშრომლა და მათ შორის, დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო, მეტი არაფერი, რომელსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს, გითხარით და იმავეს გავუკეთებ... ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ მერე უკეთესი მიზნებისთვის, რომელსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. 7 რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე," - განაცხადა მახაშვილმა.