კახა კალაძე - ბევრჯერ მოვისმინეთ: უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეგვეხიდოს, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ - გარე ძალებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი - Palitra News

კახა კალაძე - ბევრჯერ მოვისმინეთ: უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეგვეხიდოს, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ - გარე ძალებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი

2026-02-24 15:33:15+04:00

გარე ძალებს, გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის შეფასებით, ის, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაშია, ქართველი ხალხის არჩევანია და მმართველ პარტიას კი, პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია.

„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით: უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეგვეხიდოს, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ ქვეყანაში. მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა გამოდის თავისი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო, ქვეყანა, ხალხი. დღეს რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები და რა თქმა უნდა, გარე ძალებს, გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი“,- განაცხადა კახა კალაძემ.