"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა“ - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში, რომელიც 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ უნდა წარადგინოს. დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. ანგარიშის თანახმად, ქართული ოცნების განცხადება, რომ ევროინტერგაცია პრიორიტეტად რჩება აბსურდულია, იმის ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ. კიდევ რაც წერია დოკუმენტში და როგორ ეხმაურებიან ანგარიშს საქართველოში?