ელჩი - საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია - ასევე, გვარწმუნებენ, რომ ის არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად - Palitra News

ელჩი - საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია - ასევე, გვარწმუნებენ, რომ ის არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად

2026-02-24 15:55:32+04:00

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე დისკუსია გრძელდება. პაკეტი მოიცავს ახალ ზომებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იმ პორტების წინააღმდეგ, რომლებიც იღებენ რუსულ ნავთობს და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებს. გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილი იყო, თუმცა ის უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ მიიღეს. პიტე ფიშერი განმარტავს, რომ წარმოდგენილი იყო დასანქცირების საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად იყო მტკიცებულებათა პაკეტიც, რომელიც ყულევის რუსულ ნავთობთან კავშირს შეეხებოდა. ევროკავშირის ქვეყნის ელჩები აცხადებენ, რომ ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. არსებობს თუ არა დასავლეთში რაიმე ეჭვი, რომ საქართველო ამჟამად რუსეთს ეხმარება. ხედავენ თუ არა რაიმე ნიშანს იმისა, რომ საქართველო ცდილობს თავი აარიდოს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების რეჟიმს?