რა ვითარებაა უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლის თავზე? - Palitra News

რა ვითარებაა უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლის თავზე?

2026-02-24 15:57:26+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 15 000 - მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 700-ზე მეტი ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეალური რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა ორგანიზაციის შეფასებითვე, რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.79% დაიკავეს. რა ხდება ფრონტის ხაზზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლის თავზე?