“დიდება გმირებს” ამ შეძახილებით თბილსში “მშვიდობის ხიდთან” აქცია -პერფორმანსი მოეწყო. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ოკუპანტ რუსეთთან ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს. როგორც აქცია პერფომანსის მონაწილეები ამბობენ, დროა საქართველო უკრაინის გვერდზე კიდევ უფრო აქტიურად დაუდგეს, რადგან უკრაინელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები და მეგობრები არიან.