“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში შეაქვს ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურებიც. ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება. ოპიზიცია არ გამორიცხავს,რომ “ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება. ოპონენტების შეფასებით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება. თავად მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია ყოველგვარი რეიტინგის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც ვადამდელი არჩევნების შესაძლო დანიშვნის ეშინია.
“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს