ბათუმის კლინიკა „მედინას“ სანიტარი, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პოლიციამ დააკავა.
ქალი პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.
ბათუმის კლინიკა “მედინაში" კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.