ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის, არქეოლოგიისა და კინომცოდნეობის პროგრამების მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე. მათი თქმით, შრომის ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნული მიმართულებების შესაძლო გაუქმებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ცვლილებები უნდა შეჩერდეს. პროფესორები აცხადებენ, რომ მზად არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და პროცესის გაგრძელებას მოლაპარაკებების გზით ხედავენ.