გაფართოვდება თუ არა ბრიტანული სანქციები - აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეარხის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა „ტელეიმედსა“ და „პოსტ ტვ“-ს უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ეკონომისტებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები ორივე კომპანიას სერიოზულ ფინანსურ ზიანს მიაყენებს და შესაძლოა მათი საერთაშორისო საქმიანობაც შეაფერხოს.
ოპოზიცია სანქციების შესაძლო გაფართოებას არ გამორიცხავს, თუმცა მმართველ პარტიაში ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ. „ქართული ოცნება“ დიდ ბრიტანეთს პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს და ტელემაუწყებლების დასანქცირებას სიტყვის თავისუფლებაში ჩარევად მიიჩნევს.