პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 22 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა იმშობიარა და, ბრალდების მიხედვით, ახალშობილს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პარკში მოათავსა. ჩვილი რეანიმაციაში რჩება. ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და მას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ბრალი წარედგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება.