აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ პრიორიტეტი დიპლომატიას მიენიჭება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, მივაღწიოთ უპრეცედენტო შეთანხმებას, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ითვალისწინებს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.
მისი თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს „სამართლიანი შეთანხმების უმოკლეს ვადაში მიღწევის მიზნით“ განაახლებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 26 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება.