როგორ აპირებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას - Palitra News

როგორ აპირებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას

2026-02-25 12:35:43+04:00

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე კვლავ ვერ თანხმდება. „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო ძლიერი საქართველო“ დამოუკიდებლად პოზიციონირებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებას ალტერნატივას შესთავაზებენ.

თავის მხრივ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობენ და, როგორც თავად ამბობენ, მის გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში გეგმავენ. „ნაციონალურ მოძრაობა“ კი ყველასთან თანამშრომლობას აპირებენ, გარდა იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც, როგორც თავად მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას მხარს უჭერენ. აღნიშნულს ეხმაურებიან „ქართულ ოცნებაში“ - ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი ოპონენტების შანსებს „განულებულად“ აფასებენ.