დიდი ბრიტანეთის მიერ „ტელეიმედისა“ და „პოსტ ტვ“-ს დასანქცირების შემდეგ, შესაძლო დამატებითი სანქციების ამოქმედების საკითხი აქტუალური გახდა. ბრიტანეთი ორ ქართულ ტელეარხს უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. ეკონომისტებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, სანქციები კომპანიებს სერიოზულ ფინანსურ ზიანს მიაყენებს და საერთაშორისო საქმიანობას გაურთულებს. ამავე დროს კი, ოპოზიციის წევრები სანქციების გაფართოებას არ გამორიცხავენ, თუმცა მმართველ პარტიაში ოფიციალური ლონდონის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ და ამ ფაქტს მედიის საქმიანობის შეზღუდვად აფასებენ. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები და რამდენად რეალურია სანქციების გაფართოება.