შიდა ქართლის პოლიციამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ტაქსის მძღოლმა გორის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.