საქართველოს მასშტაბით 85 ავტოგასამართ სადგურზე ჩატარებული კვლევის შედეგად ბენზინის ყველა ნიმუში სტანდარტს აკმაყოფილებს, დარღვევა კი დიზელის 13 სინჯში გამოვლინდა - Palitra News

საქართველოს მასშტაბით 85 ავტოგასამართ სადგურზე ჩატარებული კვლევის შედეგად ბენზინის ყველა ნიმუში სტანდარტს აკმაყოფილებს, დარღვევა კი დიზელის 13 სინჯში გამოვლინდა

2026-02-25 12:39:37+04:00

საქართველოს მასშტაბით 85 ავტოგასამართ სადგურზე ჩატარებული კვლევის შედეგად ბენზინის ყველა ნიმუში სტანდარტს აკმაყოფილებს, დარღვევა კი დიზელის 13 სინჯში გამოვლინდა. შედგენილია შესაბამისი ოქმები და ჯარიმების ჯამური ოდენობა მილიონ ლარს აღემატება. საქმეები სასამართლოში გადაიგზავნა. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწვავის ხარისხის რეგულარული მონიტორინგის შედეგად ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევები კლებას განაგრძობს.