საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს - Palitra News

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

2026-02-25 12:43:37+04:00

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 105 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას რეპრესიები, პარტიების აკრძალვა, დახვრეტები, პატიმრობები და გადასახლებები მოჰყვა. პარლამენტის 2010 წლის დადგენილებით, ეს თარიღი ოკუპაციის დღედ აღინიშნება და სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია. ამ წუთებში ტაბახმელაში იმყოფებიან მთავრობის წევრები - ისინი იუნკერთა მემორიალთან გმირულად დაღუპულ ახალგაზრდებს პატივს მიაგებენ.