ოპოზიციაში ერთობის საკითხი კვლავ მსჯელობის საგანია, თუმცა იქცევა თუ არა ერთიანობის იდეა, რეალობად - უცნობია. ოპონენტების ერთი ნაწილი ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. სამუშაო პროცესშია დოკუმენტიც, რომელიც ერთობის მომხრეთა ერთიანობის დამადასტურებლად უნდა იქცეს. შინაარსი უცნობია, მაგრამ ირკვევა, რომ მხარეების მიზანია - განსხვავების მიუხედავად, საერთო გადაკვეთის წერტილები იპოვონ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვერ ხედავენ პარლამენტის კედლებში დაბრუნებული გახარია საქართველოსთვის წევრები და ვერც, ბოიკოტში მყოფი ლელო. გუნდებს დიალოგზე მზაობა აქვთ, თუმცა გამარჯვების ფორმულას - დამოუკიდებელ, ალტერნატიულ ბრძოლის მექანიზმებში ხედავენ. მაშო დიასამიძე არკვევს, რა ეტაპზეა განხილვის პროცესი და ჩანს თუ არა ერთობის კონტურები.