შალვა პაპუაშვილი - 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლის შემდეგ ბრიტანეთი თავს დაესხა ქართულ თავისუფალ მედიას - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლის შემდეგ ბრიტანეთი თავს დაესხა ქართულ თავისუფალ მედიას

2026-02-25 15:32:02+04:00

ვიდრე ევროპარლამენტში ქართული ოცნებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე მსჯელობენ, იქამდე, დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაასანქცირა ორი მედიასაშუალება. ბრიტანეთი ორ ქართულ ტელეარხს უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ეკონომისტები და მედიაექსპერტები ვარაუდობენ, რომ სანქციები სერიოზულ ფინანსურ ზიანს გამოიწვევს. ოპოზიციისთვის გადაწყვეტილება ლოგიკური და დროულია, თუმცა მმართველი პარტიისთვის მედიასაშაულებების სანქცირება მედიის საქმიანობის შეზღუდვად და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევად ფასდება.