ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიში განიხილეს. მომხსენებლებმა ქართული ოცნების მისამართით კრიტიკა არ დაიშურეს. კვლავ გაჟღერდა პოზიცია სანქციების აუცილებლობის მნიშვნელობაზე, არ გამოირიცხა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც გამოიწვიოს. ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით იმედისმომცემია წინააღმდეგობა, რომელიც პროტესტში ჩართულ საზოგადოებაშია. ამ კონტექსტში, დეპუტატებმა ქართული საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს. რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში?!