მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა, ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლების თვალსაზრისით, დეკორატიული განათების მონტაჟი, როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.