25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი დღეს, მოქალაქეებმა და ხელისიფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ქართული ოცნება კვლავ ოპონენტების მიერ გარე ძლების ინტერესების გატარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ 105 წლის შემდეგაც მიზანი რჩება უცვლელი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან. კრიტიკას პირიქით, ქართული ოცნებისკენ მიმართავს ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკურ ვერქოტს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს.