ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისულებას აკრიტიკებენ და ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობას სწორედ "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დღეს აღინიშნა, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება და ერთადერთ იმედს ქართველი ხალხი და მათი ევროპული მისწრაფებები იძლევა. თუმცა აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ის, რასაც დემოკრატიულ უკუსვლად რაცხავენ, სინამდვილეში შესაძლოა სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვაა. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები ტყუილებით გაჯერებული დოკუმენტია და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.