კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა დიდმა ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიებისთვის - „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესება. ოპოზიცია სრულად ეთანხმება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას, რომ აღნიშნული მაუწყებლები ჩართულნი არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.მათი შეფასებით, ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, რადგან არსებობს, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი ორი ტელეკომპანია რომელიც ანტიევროპულ და პრორუსულ პროპაგანდას ეწევა. როგორც ცნობილია დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს, თუმცა საქართველოს ხელისულება აცხადებს, რომ პრაქტიკაში სანქციებს ეფექტი ვერ ექნება.