გაერთიანება თუ დამოუკიდებლად ბრძოლა? - ოპოზიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგობისთვის ორ სხვადასხვა გზას ირჩევს. ნაწილი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობს, რათა შეთანხმდეს პრინციპებზე, რითაც ხელისუფლების დამარცხებას შეეცდებიან. ოპონენტები აქვე დასძენენ, რომ გაერთიანება პარტიულ იდენტობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. მეორე ნაწილი კი მუშაობას ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად განაგრძობს. ხელისუფლებას ოპოზიციის პოლიტიკურ შესაძლებლობების არ სჯერა. უმრავლესობის ლიდერების შეფასებით, ოპონენტებს საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ვინ რა გზას ირჩევს გასამარჯვებლად?