დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - Palitra News

დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

2026-02-26 09:19:41+04:00

დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების - იმედისა და პოსტივის დასანქცირების საფუძველი. ოპოზიცია სრულად ეთანხმება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას, რომ აღნიშნული მაუწყებლები ჩართულნი არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. როგორც ცნობილია დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს, თუმცა საქართველოს ხელისულება აცხადებს, რომ პრაქტიკაში სანქციებს ეფექტი ვერ ექნება.