„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. - ამის შესახებ ნათქვმია საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტში, რომელიც გუშინ ვროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა. ევროპალამენტის ტრიბუნიდან ქართული ოცნების მისამართით კრიტიკა გაჟღერდა. ევროპალრამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება, თუმცა ევროკომისია მზად არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, თუ საქართველოს მთავრობა სანდო ნაბიჯებს გადადგამს. ანგარიშსს ეხმაურებიან საქართველოში.