აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს წარადგინეს.