ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამოქმედო გეგმას წარუდგენს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამოქმედო გეგმას წარუდგენს

2026-02-26 09:23:40+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ოპოზიცია ამზადებს, დოკუმენტს, რომელიც საარჩევნო გარემოს ცვლილებას ინსტიტუციურ რეფორმებსა და ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას ეხება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გააქტიურდება რეგიონებში შეხვედრები, გამორიცხავენ საპროტესტო აქტივობებსაც. მმართველ გუნდში ოპოზიციის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ოპონენტებს რეალური ალტერნატიული პროგრამა არ გააჩნია.