მარკო რუბიო - ვენესუელამ საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს - Palitra News

მარკო რუბიო - ვენესუელამ საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს

2026-02-26 09:58:21+04:00

ვენესუელამ საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენტ-კიტსსა და ნევისში ვიზიტისას განაცხადა.

„იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის რეალური შემდგომი ნაბიჯი გადადგან, მათ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით მთავრობის ლეგიტიმაცია უნდა მოახდინონ“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, გასულ თვეში ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-ის მიზანი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იყო.

„შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ვენესუელა იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რვა კვირის წინ იყო. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.