ჟენევაში ირანისა აშშ-ის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება ამის შემდეგ კი, უკრაინისა და  აშშ-ის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსულტაციებია დაგეგმილი - ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბოლო ცნობები - Palitra News

ჟენევაში ირანისა აშშ-ის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება ამის შემდეგ კი, უკრაინისა და  აშშ-ის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსულტაციებია დაგეგმილი - ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბოლო ცნობები

2026-02-26 12:39:06+04:00

ჟენევა დღეს ორ მნიშვნელოვან შეხვედრას მასპინძლობს. თავდაპირველად, ირანისა აშშ-ის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, რომლის მიზანი მათი დიდი ხნის ბირთვული დავის მოგვარება და ირანზე აშშ-ის ახალი დარტყმების თავიდან აცილება იქნება. Reuters-ი წერს, რომ ორმა ქვეყანამ ამ თვეში მოლაპარაკებები იმ იმედით განაახლა, რომ მოაგვარებენ ათწლეულების განმავლობაში არსებულ ჩიხს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ვაშინგტონის, სხვა დასავლური სახელმწიფოების და ისრაელის აზრით, ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, თუმცა ამას თეირანი უარყოფს. ამის შემდეგ კი, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსულტაციებია დაგეგმილი.