დიდი ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან - რა ვითარებაა ადგილზე და როგორ აფასებენ დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტს საქართველოში - Palitra News

დიდი ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან - რა ვითარებაა ადგილზე და როგორ აფასებენ დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტს საქართველოში

2026-02-26 12:41:59+04:00

დიდი ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. დიპლომატის უწყებაში დაბარება ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიის პოსტივისა და იმედის დასანქცირებას უკავშირდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რა იყო დასანქცირების საფუძველი. ოპოზიცია სრულად ეთანხმება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას, რომ აღნიშნული მაუწყებლები ჩართულნი არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. როგორც ცნობილია დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს, თუმცა საქართველოს ხელისულება აცხადებს, რომ პრაქტიკაში სანქციებს ეფექტი ვერ ექნება. მერაბ პაპაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუშაობს.